ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2023 წელს 4 182 667 ლარის ღირებულების ოთხი პროექტი ხორციელდება. საკრებულომ 31 იანვარს სხდომაზე ყველა ეს გეგმა დაამტკიცა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსები გამოყო.
ოთხივე სამუშაოს ჯამი 4 182 667 ლარია: 3 973 533 ლარი – სახელმწიფოს თანხაა, 209 134 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტი.
სახელმწიფო პროგრამებში ადგილობრივი ბიუჯეტი მთლიანი პროექტის არანაკლებ 5%-ს აფინანსებს.
პროექტთა ჩამონათვალი:
სოფლებში, სულდასა და დადეშში წყალსადენის მშენებლობა, რეზერვუარის და მთავარი წყალმომარაგების მონტაჟი. პროექტი 1 212 895 ლარი ჯდება: 1 152 250 ლარი – სახელმწიფო დაფინანსება, 60 645 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტი.
ქარცეფი-აფნია გზის რეაბილიტაცია. სამუშაოები ხარჯები 1 368 748 ლარს შეადგენს: სახელმწიფო დაფინანსება – 1 300 311 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტი – 68 437 ლარი.
აბული-კარტიკამის გზის რეაბილიტაცია (ბეტონირება): პროექტის ღირებულება 1 165 024 ლარს შეადგენს: 1 106 772 ლარი – სახელმწიფო დაფინანსება, 58 252 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტი.
პტენა-ჩუნჩხის გზის რეაბილიტაცია (ბეტონირება), ჯამური თანხა – 436 000 ლარი: სახელმწიფო ნაწილი – 414 200 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტი – 21 800 ლარი.