თბილისში საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) გაიმართა, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის კიკბოქსერებმა წარმატებით იასპარეზეს. ინფორმაციას aliq.ge და მარნეულის მერია ავრცელებს.
51 კგ წონით კატეგორიაში მარნეულელი გეორგი მირზოიანი ასპარეზობდა. მან ირანელ მეტოქესთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ორგანიზაციის ქამარიც მიიღო.
მიშა ცარსიძე 113 კგ წონით კატეგორიაში ირანელ სპორტსმენს შეებრძოლა და დიდი გამარჯვება მოიპოვა. მიშას ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი გადაეცა.
სპორტსმენებმა სამოყვარულო ორთაბრძოლებშიც გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.
ტურნირში აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, უზბეკეთისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.