გადაცემაში გიყვებით ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის” პროექტის ფარგლებში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში გააქტიურებული მოქალაქეების შესახებ, როგორ ჩაერთვნენ ახალგაზრდები, ქალები, ხანდაზმულები, მაღალმთიან ზონაში მცხოვრებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობის შედეგი.
პრტოექტი “თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება ადგილობრივი თემის ინტერესებისათვის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ორ ქალაქში ბორჯომსა და ნინოწმინდაში ორი წელია მიმდინარეობს.
მოქალაქეების მონაწილეობა გადაწყვეტილების პროცესში, თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩართულობა და თემის საჭიროებებზე დაფუძნებული ადვოკატირება – ეს არის პროექტის მთავარი მიზანი.
ორწლიანი პროექტის შეჯამება და შედეგები ნახეთ გადაცემაში.