ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 30 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით პროგრამის “სოფლის მხარდაჭერის” ფარგლებში პრიორიტეტული სამუშაოების შესარჩევად შეხვედრები გაიმართება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პროგრამის თანხა არ შეცვლილა და 922 000 ლარს შეადგენს.
პროგრამით თითოეული სოფელი მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხას იღებს: მინიმუმი – 10 000 ლარი, მაქსიმუმი – 20 000 ლარი. მოსახლეობის მიხედვით სოფლები 12 000-16 000 ლარს იღებენ.
მონაწილე სოფლები ადგილობრივი მოსახლეობა ხმებით საერთო კრებასა თუ კონსულტაციებზე ირჩევა.