ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგნის მასწავლებელზე ვაკანსია გამოცხადდა. პირებს ძირითადად სოფლის სკოლები ეძებენ.
პერიოდულად მთავრობის ვებგვერდზე teacherjobs .ge სკოლები ვაკანსიებს აცხადებენ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე შუა სასწავლო წელია, ზოგიერთ სკოლაში მასწავლებლების ნაკლებობაა. სოფლის სკოლებში ინგლისურის, ფიზიკის, ქიმიის, ქართული ენის მასწავლებლები არ ჰყოფნით.
2023 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ვაკანსიები შემდეგ სკოლებშია:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის ჯივანის სახელობის სკოლას 1-ელი, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-11, მე-12 კლასებისთვის ინგლისური ენის მასწავლებელი ესაჭიროება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 17 იანვარია.
სოფელ ბეჟანოს სკოლას მე-3, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებისთვის ინგლისური ენის მასწავლებელი, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასებისთვის ფიზიკის მასწავლებელი ესაჭიროება. განაცხადებები 13 იანვრამდე მიიღება.
სოფელ პატარა სამსარში მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასებს ქართული ენის მასწავლებელი სჭირდება.
სოფელ არაგვაში სკოლას მე-7 კლასისთვის ფიზიკის, მე-3 და მე-4 კლასებში „თავისა და საზოგადოებისთვის“ და მე-5 კლასისთვის მასწავლებლის საგნისთვის „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების” მასწავლებელი ესაჭიროება. განაცხადები 13 იანვრამდე მიიღება.
სოფელ ბალხოს სკოლას ფიზიკის მასწავლებელი სჭირდება. განაცხადები 15 იანვრამდე მიიღება.
სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლას მე-6 კლასის მათემატიკის მასწავლებელი და მე-9 და მე-10 კლასებში გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ესაჭიროება. განაცხადები 12 იანვრამდე მიიღება.
სოფელ აზმანას საჯარო სკოლას მე-7, მე-8, მე-9 კლასებისთვის ბიოლოგიის მასწავლებელი ესაჭიროება. განაცხადები 12 იანვრამდე მიიღება.
სოფელ ხავეთში მე-10 კლასის მათემატიკის მასწავლებელი სჭირდებათ. განაცხადები 10 იანვრამდე მიიღება.
სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლას მე-5 და მე-6 კლასებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ესაჭიროება. განაცხადები 10 იანვრამდე მიიღება.
სოფელ ლომატურცხის სკოლას სპეციალური მასწავლებელი ესაჭიროება, განაცხადები 15 იანვრამდე მიიღება.
სოფელ ალათუმანში სკოლას მე-3-დან მეთორმეტე კლასამდე ინგლისური ენის მასწავლებელი ესაჭიროება.
სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის პირველ კლასს მათემატიკის, მე-4 კლასს გამოყენებითი ხელოვნების, მე-8 კლასს სომხური ენის მასწავლებელი ესაჭიროება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 12 იანვარია.
სოფელ მერენიის საჯარო სკოლას სომხური ენისა (ეროვნული უმცირესობების ენა) და ქართული ენის მასწავლებელი ესაჭიროება.