20 დეკემბერს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდი ამოქმედდა, მაგრამ ორივე საიტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოფიციალური ვებ-გვერდებ პროექტის „ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება“ ფარგლებში ამოქმედდა, რომელსაც „ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ (STAR ​​ინიციატივა), რომელსაც ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი აფინანსებს, მხარდაჟერით აორგანიზებს. საიტები ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულების გასაადვილებლად შეიქმნა.

„საიტები ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რადგან მათზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. იმედი მაქვს, 2-3 თვეში სრულფასოვნად იმუშავებენ. მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საიტის დიზაინის შესახებ იდეები მოგვაწოდონ. ჩვენ კი განვიხილოთ, თუ რა არის გასაუმჯობესებელი, რათა მოსახლეობისთვის მოსახერხებელი იყოს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო საკუთარ ვებ-გვერდზე უფრო აქტიურად მუშაობენ და ინფორმაციებს ანთავსებენ. უმეტესობა მზადაა, თუმცა შესწორებები შეაქვთ. საბოლოოდ,  საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას, ხოლო მერია საიტზე ვაკანსიას გამოაცხადებს“, – განმარტავს პროექტის მენეჯერი მახარე მაცუკატოვი.

მახარე მაცუკატოვის თქმით, მუნიციპალიტეტებს ვებგვერდები მაღალი სამოქალაქო ჩართულობისთვის, მუნიციპალური ხელისუფლების გააქტიურებისა და მერიების თუ საკრებულოების გამჭვირვალობისთვის სჭირდებათ.

„საიტი გზამკვლევია უცხოელებისთვის, ინვესტორებისთვის, ტურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რათა მუნიციპალიტეტი გაიცნონ. საჭიროა დონორებმა, ინვესტორებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მუნიციპალიტეტების შესახებ მცირე პირველადი ინფორმაცია უნდა  წარმოადგინონ. ადგილობრივ ხელისუფლებას კი შეუძლია მოსახლეობას მათი საქმიანობები და აქტივობები გააცნონ“, – განმარტავს მახარე მაცუკატოვი.

საიტზე შეგიძლიათ იხილოთ მომავალი წლის ბიუჯეტი, სიახლეები, ინფორმაცია და ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში იგეგმება. ცნობები შეეხება კომისიას, ბიუროს მოახლოებული სხდომას და ა.შ.

„საიტზე პირებს აზრი გამოთქმისა და მერიისთვის წერილების გაგზავნის შესაძლებლობა ექნებათ. განცხადებები, შეკითხვები, მოთხოვნები მერიასა და საკრებულოს შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გაუგზავნოთ. სამომავლოდ პეტიციისა და გამოკითხვის ჩატარებას ვგეგმავთ, სადაც მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნავს იგი.

პროექტი „ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება“ 2022 წლის 1 ივლისიდან  2023 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სუბიექტის საქართველოს მასშტაბით გაძლიერებას. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სწორი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და მოქალაქეთა მონაწილეობას.