დღეს, 29 დეკემბერს ახალქალაქში ორი წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ერთი ღონისძიება ყოფილ №1 სამხედრო ქალაქში გაიმართა, ხოლო მეორე №5 სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო.
ყოფილ სამხედრო ქალაქში ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყო. დასრულებისთანავე 14:00 საათზე ნაზარეთის ქუჩის №5 სკოლის ტერიტორიაზე, დაიწყო მეორე ღონისძიება.
შეკრებილი ბავშვები და მშობლები ადგილობრივმა ანსამბლებმა «ჯავახქმა» და «მურჯმა» თავისი შესანიშნავი ცეკვებით გაახარეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი სტელმაშოვი და აშუღი ალიკ ჯავახქი.
ვალერი სტელმაშოვის თქმით, ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში იყო ორგანიზებული, რათა ყველა ბავშვს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ თოვლის ბაბუამ და ფიქიამ ბავშვებს საჩუქრები (ტკბილეული) დაურიგეს.
ყველაზე მთავარი საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბერს 18:00 საათზე ჩატარდება, საღამოს გაიმართება გალა-კონცერტი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები, სამხატვრო სკოლის კოლექტივი, ასევე იქნებიან დაჯილდოვებული 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მხატვრები.
კონცერტის საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, თოვლის პაპა და ფიფქია. ბავშვებს ტკბილეული დაურიგდებათ. ცერემონია გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.