საქართველოს სხვადასხვა ბანკში სესხი ბევრ მოქალაქეს აქვს და უმეტესობა ფინანსური სიძნელეების გამო ვერ იხდის მას და ხშირად ქონებასაც კარგავს. რა უნდა მოვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც გადახდისუნარიანობა შემცირდა და სესხს ვეღარ ფარავთ.
იურისტისა და ადვოკატის, ანდრანიკ მინასიანის რჩევა.
ადვოკატი გვირჩევს:
თუ სესხს ვერ იხდით, აუცილებლად დაუკავშირდით ბანკს წინასწარ და შეცვალეთ განრიგი
თუ ბანკმა უკვე მიმართა სასამართლოს, მაშინ 10 დღის განმავლობაში აუცილებლად უპასუხეთ სარჩელს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დააკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას და დაგავალდებულებთ გადაიხადოთ ეს თანხა
თუ სესხის გადახდის ბოლო დღიდან სამი წელი გავიდა, მაშინ გადამხდელმა შეიძლება სესხის ვადის გასვლის გამო აღარ გადაიხადოს
ყველა ადამიანს შეუძლია აუქციონში მონაწილეობის მიღება და დაკარგული ქონების დაბრუნება