7 დეკემბერს ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში სომხეთის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსნელად წირვა აღევლინა.
წელსაც ახალქალაქის მოსახლეობამ სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში აღმართულ გენოციდის მსხვერპლთა ძეგლი ყვავილებით შეამკო, ეკლესიაში სანთლები დაანთო და სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსნელად პანაშვიდი მოისმინა.
დილიდან ტაძარში პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მიწისძვრის შედეგად დაღუპულების სულების მოსახსნელად ტაძარში სანთლებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის სხვადასხვა კოლექტივები, ქალაქისა და სოფლების რიგითი მცხოვრებლები ანთებდნენ.
” ღვთისმსახურება სულების მოსახსენიებლად ჩავატარეთ და ამ წირვაზე უდანაშაულო მსხვერპლები გავიხსენეთ, რომლებმაც დროზე ადრე დატოვეს წუთისოფელი და ღმერთთან წავიდნენ. 1988 წელს სპიტაკსა და გიუმრიში მომხდარი მიწისძვრა, რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, ბუნებრივი სტიქია იყო. მოსახლეობამ ერთ დღეს გაიღვიძა და არ იცოდა რა მოხდებოდა, ტრაგედია თავიდან როგორ აიცილებინა. ბევრმა შეძლო თავის დაღწევა, მაგრამ იყვნენ დაღუპულებიც; გადარჩენილთაგან ბევრის ნათესავი, შვილი, მშობელი ამ კატასტროფას შეწირა. ჩვენ კი მათი სულების სიმშვიდისთვის ვლოცულობდით“, – განაცხადა სურბ ხაჩის ეკლესიის სასულიერო პირმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა სიტყვით გამოსვლისას.
34 წლის წინ, 1988 წლის 7 დეკემბერს, დილის 11:41 საათზე, სომხეთის სსრ-ის ჩრდილოეთ რაიონებში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას სპიტაკის მიწისძვრა ეწოდა.
1988 წლის 9 დეკემბერს, 22:00 საათზე, ქალაქ თბილისიდან სამოქალაქო თავდაცვის სამხედრო ნაწილის პირველი ბატალიონი ჩამოვიდა. ხოლო 1988 წლის 10 დეკემბრის 10 საათისთვის მათ თბილისიდან დანარჩენი მექანიზებული ბატალიონები შეუერთდნენ და სამაშველო ოპერაციისკენ გაემართნენ.
საერთაშორისო დახმარება 12 დეკემბერს მოვიდა. 111 ქვეყანა, მათ შორის აშშ, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნორვეგია, საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და შვეიცარია სსრკ-ს სამაშველო აღჭურვილობით, სპეციალისტებით, საკვებით, მედიკამენტებით და ცოცხალი რესურსით დაეხმარა.
მთელი მსოფლიოდან შემოსული თანხები ზამთარში მსხვერპლთა დასახმარებლად და დანგრეული სახლების აღსადგენად გამოიყენეს.
მიწისძვრის შედეგად განადგურდა ან დაინგრა 210 000 მოსწავლისთვის გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, 42 000 ბავშვის საბავშვო ბაღი, 416 ჯანდაცვის დაწესებულება, ორი თეატრი, 14 მუზეუმი, 391 ბიბლიოთეკა, 42 კინოთეატრი, 349 კლუბი და კულტურული ცენტრი, მწყობრიდან გამოვიდა 600 კილომეტრი გზა, 10 კილომეტრი რკინიგზა, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა 230 სამრეწველო საწარმო.