განათლების მინისტრმა პარლამენტის მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სისტემაში აღარ არიან ისეთი პედაგოგები რომლებმაც სტატუსის ამაღლება ვერ შეძლეს.
“მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში იყვნენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის შესაბამის ცოდნას გადასცემენ ამ მიზნების მისაღწევად, რეფორმის ფარგლებში უკვე არაერთი თანმიმდევრული ნაბიჯი გადაიდგა – როგორც მოგეხსენებათ, იმ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომლებმაც შეძლეს სტატუსის ამაღლება, უკვე დატოვეს სისტემა.
აღსანიშნავია, რომ რომ სამინისტრომ წელს პირველად დაამტკიცა მასწავლებელთა შერჩევის ისეთი მექანიზმი , რომელშიც კომისიური წესით , გარდა სკოლის წარმომადგენლებისა. მონაწილეობენ საგნობრივი ექსპერტები და გარე ორგანიზაციები , რაც უზრუნველყოფს შერჩევის პროცედურის მეტ გამჭვირვალობას “ – აღნიშნა ჩხენკელმა.
მასწავლებელთა გადამზადების ეროვნულ ცენტრში JNEWS-ს აცნობეს, რომ მინისტრის განცხადება არაქართულენოვან სკოლებში პრაქტიკოს მასწავლებლებს არ ეხება.
„ჯერჯერობით განცხადება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს არ ეხებათ და ისინი სისტემას არ ტოვებენ”.