საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 903 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 296, „პისიარ“ ტესტით – 6 607.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,53% ბოლო 14 დღის – 1,61%, ბოლო შვიდი დღის – 1,82%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 178 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 668 გამოჯანმრთელდა, 3 714 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 203, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 467 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 179 პირი.
ამასთან, 22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი