29 ნოემბრის დილიდან ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა აღმაშენებლის, ცენტრალური ქუჩის მიტოვებული მონაკვეთისა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ნაწილის გასუფთავება დაიწყეს. ამ ქუჩის მოვლა-პატრონობასა და დასუფთავებაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ ზრუნავს.
Jnews-ი აღმაშენებლის ქუჩის პრობლემებზე ხშირად საუბრობდა. იგი ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამ მონაკვეთზე რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, რადგან ქალაქის მრავალსართულიანი შენობების დიდი ნაწილი აქ მდებარეობს. ზოგიერთი ტროტუარები ზედმეტად მაღალია და მათზე არა მარტო მცენარეულობა, ნაგავიც იზრდება. აქ ნახავთ ძრავის ზეთის კონტეინერებს, ბორბლებს, ბამპერებს და მრავალ სხვას. ეს მდგომარეობა “ავერსის” აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის ბოლომდე გრძელდება. შეფუთვებით, პლასტმასის ბოთლებითა თუ და სხვა ნივთებით გარემოს მოსახლეობა და გამვლელი მანქანები ანაგავებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ამ ნაწილის მოვლა-პატრონობა შპს ახალქალაქის სერვის ცენტრს არ ევალება, მისმა თანამშრომლებმა ქუჩის მიტოვებული და გადახურული ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს. სერვის ცენტრის ინფორმაციით, დასუფთავების ბრძანება ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სემველ მანუკიანმა გასცეს.
“მალე მოთოვს, ამიტომ მისი დასუფთავება აუცილებელია, რათა ნაგავი თოვლის ქვეშ არ დარჩეს. ესეც ჩვენი ქალაქის ნაწილია და ამ მდგომარეობაში ვერ დავტოვებთ”, – განაცხადა
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა.
ეს ქუჩა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობის ქვეშაა და “ჯავახ ავტო გზა” ემსახურება, მაგრამ მონაკვეთი სათანადოდ მაინც არ არის მოვლილი.
ახალქალაქის მიტოვებული ცენტრალური ქუჩა