ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადების სამთვიანი სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, წყლისა და დასუფთავების გადასახადების სუბსიდირების შესახებაც იყო გამოცხადებული, თუმცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ეს შეღავათები არ მოქმედებს.
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიტუაციის გამო საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გადასახადები დაუფაროს იმ აბონენტებს, რომლებიც მარტის, აპრილის და მაისის თვეებში 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს და 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიყენებენ. იმავე აბონენტებს წყლისა და დასუფთავების გადასახადსაც დაუფარავენ.
თუ მოქმედებს წყლისა და დასუფთავების სუბსიდირება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, Jnews-მა გარკვევა სცადა.
საქართველოს გაერთიანებული წყალგაყვანილობის ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერმა არტაკ თარლამაზიანმა Jnews-თან საუბრისას თქვა, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ჩვეულებრისამებ გადაიხდის, რადგან მათ სუბსიდირების შესახებ არავითარი განკარგულება არ მიუღიათ. ფიზიკური პირებისათვის წყლის ტარიფი თვეში ერთ ადამიანზე 0,25 ლარს შეადგენს.
ახალქალაქის სერვისცენტრში, რომელიც მუნიციპალიტეტში დასუფთავებით არის დაკავებული, ჯერჯერობით არ იციან გადასახადი აკრიფონ თუ არა.
«მე 4-5 დღის წინ მერიას წერილით მივმართე, რათა გამეგო ამ ვითარებაში როგორ მოვიქცეთ. ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია. ჩვენ ყველა იურიდიულ პირს, რომელსაც ვემსახურებით (საქორწილო დაბრაზები, საპარიკმახეროები, მაღაზიები, რომლებიც არ მუშაობენ) ვუთხარით, რომ მოსულიყვნენ და განცხადება დაეწერათ, რათა ამ თვეებში მათთვი ხარჯი არ დაგვერიცხა. მოსახლეობას კი ჩვეულებრივ ვემსახურებით. გარდა ამისა, მოსახლეობისგან შეგროვებული თანხით ჩვენ მანქანის ნაწილების ყიდვა და ორგანიზაციის სხვა მიზნების განხორციელება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დავგეგმეთ. მაგრამ თუ მერიიდან გვეტყვიან, რომ არ შევაგროვოთ, ჩვენ არ შევაგროვებთ»,- ამბობს ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი არმენ ბიჩახჩიანი.
დასუფთავების ტარიფი სოფლებსა და ქალაქში განსხვავებულია. ახალქალაქში თვეში ერთ ადამიანზე გადასახადი 0,40 ლარს შეადგენს, ხოლო სოფლებში ოჯახი თვეში 3 ლარს იხდის. დასუფთავების გადასახადის წლიური თანხა 90 000 ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი ერიცხება მერიას, ხოლო ნაწილი (ნახევარზე მეტი) სერვისცენტრის ბიუჯეტში რჩება.