მე-3 დღეა ელექტროგამანაწილებელი კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგების აღმოფხვრას ცდილობენ, რომელიც 4 მაისის საღამოს ძლიერმა ჭექა-ქუხილმა გამოიწვია.

გუშინწინ, ჭექა-ქუხილის დროს, ელვისებური დარტყმის შედეგად სოფელ აბულთან, რომელიც სოფლებში ენერგიის განაწილების ოთხი მიმართულებიდან ერთ-ერთია, მწყობრიდან გამოვიდა ქალაქისა და ახლომდებარე სოფლების ელექტროსისტემა. ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ სოფლებისა და ქალაქის ზოგიერთ ნაწილში იმავე ღამეს (5 მაისს) მოახერხა ელექტროენერგიის აღდგენა. თუმცა, ქალაქის ნაწილი მთელი ღამე და დილითაც ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშე იყო.

pro2

pro2

pro1

ელვისებური დარტყმისაგან ელექტროგადამცემი ხაზების ძაბვა ასჯერ გაიზარდა, რამაც ქალაქში სამ ადგილას 10 კილოვატით ხაზის წყვეტა გამოიწვია.

pro5

დღემდე “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლებმა, მიუხედავად უამინდობისა, სისტემის გაწყვეტილი ხაზები ლაბორატორიის მეშვეობით აღმოაჩინეს, რომელიც ახალციხიდან არის ჩამოტანილი.

pro3

pro4

ორი გაწყვეტილი ხაზი მაშინვე აღმოაჩინეს. პირველი მდებარეობდა ე.წ. «კეჩთან», მეორე- სამხედრო კომისარიატთან ახლოს, ხოლო მესამე- აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალსართულიან შენობებთან. ყველაზე რთულად ზუსტად ეს გაწყვეტილი ხაზი აღდგა. ამ ყველაფრის მუხედავად ელექტროენერგიის გაცემა 5 მაისს შუადღისით აღადგინეს, შუქი ავარიის აღმოფხვრის სამუშაოების დროსაც კი არ ქრებოდა.