დღეს, 19 ნოემბერს, გორ აივაზიანმა ესპანეთის ქალაქ ლა ნუციაში გამართულ IBA კრივში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეორედ გამოვიდა. ანგარიშით 4:1 მოგებით, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
საქართველოს წარმომადგენელი, ახალქალაქელი სპორტსმენი 19 ნოემბერს საღამოს გერმანელ დენის ბრილს შეებრძოლა და ანგარიშით 4:1 მოიგო. გორი 54 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ჩემპიონატი ესპანეთში 14-დან 26 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 800 სპორტსმენი მონაწილეობს.
გორ აივაზიანმა წელს კრივში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და მედალოსანიცაა – მონტენეგროს შეჯიბრებების ჩემპიონი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 2019 წელს მოზარდებში ევროპის ჩემპიონი გახდა. ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში მოკრივე მწვრთნელ გაგიკ ელიზბარიანთან ერთად ვარჯიშობს. ჩემპიონი 17 წლისაა.