საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, დანაშაულთა რაოდენობა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,06%-ით შემცირდა, თუმცა მკვეთრი ზრდა ფინანსურ და საკრედიტო სექტორში დაფიქსირდა.
2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 42 012 დანაშაული დაფიქსირდა, რომელიც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1 780-ით ნაკლებია. ზოგიერთმა დანაშაულებებმა მოიკლო, მაგრამ ზოგიერთში სწრაფი ზრდა შეინიშნება. მათ შორისაა ფინანსების სფერო, სადაც 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2022 წლის 9 თვის განმავლობაში „დანაშაული ფინანსური საქმიანობის სფეროში“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-219-ე მუხლებით 1 387 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც 800 შემთხვევით (136.29%) აღემატება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს. დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი შემცირებულია: 2021 წელს დანაშაულის 16,52% გახსნეს, 2022 წელს – 8,51%.
ასევე გაიზარდა „დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-213-ე მუხლები თუ 2021 წლის 9 თვეში 321 შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 482 შემთხვევაა, რომელიც 161 შემთხვევით (50,15%) მეტია. თუმცა ამ სფეროში საქმის გახსნის მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა – 25,1% (2021 წელს 23,68%).