23 ოქტომბერს საქართველოს სტუდენტური გაერთიანებების „ახალგაზრდობის“ და „რაფის“ ახლადარჩეულმა მმართველობამ სომეხ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, სადაც სამომავლო გეგმები და ამოცანები განიხილეს.

პროგრამის ფარგლებში სომეხი სტუდენტებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით მრავალი ღონისძიება, ლექცია, ექსკურსია და ლაშქრობა ჩატარდა, რისი წყალობითაც მონაწილეები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. გასულ წელს ახალგაზრდულმა კავშირმა სომხებით დასახლებულ კვარტალებს შორის საფეხბურთო ტურნირი  მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა 10-მა კვარტალმა მიიღო. “რაფის” სტუდენტურმა კავშირმა კი ინტელექტუალური თამაშები დააორგანიზა.

miutyun 15 ოქტომბერს ახალგაზრდულ-სტუდენტური გაერთიანებების მმართველი ჯგუფი აირჩიეს, რომლის წევრები არიან:

1. ვილენა ბაიანდურიანი

2. გენკა ელიზბარიანი

3. ვრეჟ ჰარუთუნიანი – პრეზიდენტი

4. ჰაკობ ლამაზიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული კავშირის“ წარმომადგენელი.

5. ჟანეტა ბაღდასარიანი, “რაფის” სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენელი.

“რაფის” ახალგაზრდული და სტუდენტური კავშირის პრეზიდენტის, ვრეჟ ჰარუთუნიანის თქმით, მათი საბოლოო მიზანია საქართველოში მცხოვრები სომხები გააერთიანონ, იცოდნენ თავიანთი ისტორია, შეძლონ ერთმანეთის უკეთ გაცნობა და დახმარება. “რაფის” საქმიანობისა და ჯავახი სტუდენტების აქტიურობის შესახებ გაერთიანების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პანდემიისას უნივერსიტეტების დახურვისა და დედაქალაქში სტუდენტების არყოფნის გამო, “რაფის” მონაწილეები პასიურობდნენ, მაგრამ უნივერსიტეტების გახსნასთან ერთად კვლავ გააქტიურდნენ.

vrej

როგორც ჯავახეთიდან ჩამოსული სტუდენტი, მმართველი ჯგუფის წევრი გენა ელიზბარიანი ამბობს, ისინი ბევრს მუშაობენ, რათა რაიონებიდან სომეხ სტუდენტებთან კავშირი შეინარჩუნონ, გააერთიანონ და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მათ.

armenian