კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში რუსული „სუ 34“-ის ტიპის ზებგერითი ავიაგამანადგურებელი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ორი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი ასევე გაუჩნდა საავიაციო საწვავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.

მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. პილოტების ცნობით, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა აფრენის დროს ერთ-ერთ ძრავზე გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია.