იმის შესახებ, თუ საქართველოში როგორ აშუქებს კორონავირუსის თემას პანდემიის პირობებში მედია, საიდან ჩნდება დეზინფორმაცია და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ადამიანებზე, ასევე სხვა მრავალის შესახებ jnews.ge ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროფესორს, მაია მიქაშავიძეს გაესაუბრა.

– როგორ შეაფასებთ პანდემიის პირობებში საქართველოს მედიის მუშაობას?

დიდი ყურადღება ექცევა ამ თემას. გასაგებია რატომაც, რადგან ამჟამად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. თუ ვადევნეთ თვალყური იმას, თუ როგორ იძიებენ ჟურნალისტები წყაროებს, მე ეს მომწონს, რადგან დიდ ყურადღებას და ადგილს უთმობენ ადგილობრივი მედიცინის მუშაკებს და პროფესიონალ-ეპიდემიოლოგებს. ზოგიერთს პრაქტიკულად ყველა შეკითხვაზე გააჩნია პასუხი. ნაკლებია ნათავისარი, მეტია ფაქტები. სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრ ეპიდემიოლოგებთან ხდება ჩართვები, და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქართული მედიცინის მუშაკს სწყინს, მათ სხავადასხვა ქვეყნებიდან კოლეგები ეწინააღმდეგებიან, ამაში ცუდი არაფერია, რადგან ამით ქართული მედიცინის მუშაკების მიმართ ნდობა არ იკარგება, ჩნდება სხავდასხვა პერსპექტივა, რითაც ჟურნალისტიკა უნდა იყოს დაკავებული ზოგადად.

– მედიას ხშირად ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ, რატომ ხდება ასე?

ყველა ჩემი პასუხი ეხებოდა ეროვნულ მედიას, მათ შორის სახელმწიფო და არასახელმწიფო არხებს. მაგრამ რაც შეეხება სოციალურ მედიას, ეს სულ სხვა საკითხია. სოციალურ მედიაში სხვადასხვა დეზინფორმაცია ვრცელდება და ზოგიერთი ონლაინ გამოცემა ამას ხშირად უწყობს ხელს, რადგან სურთ მეტი ყურადღების მიპყრობა. იმისათვის, რომ ბევრი მკითხველი იყოლიონ, ისინი აიგნორირებენ იმ ფაქტს, რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდ საქმიანობას ეწევიან, მათი მიზანია ჰყავდეთ ბევრი მკითხველი.

ამას წინათ, სტრატეგიული კომუნიკაციის ევროპულმა სამუშაო ჯგუფმა მედიაში ხუთი, ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაცია გამოაქვეყნა. მე მათ შესახებ მედიაში საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რადგან ზუსტად იმ დღეს, როდესაც მე მივიღე ეს ინფორმაცია, მსგავსი შეტყობინება ასევე ფეისბუკზე მოვიდა. ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და ტესტირების დროს ადამიანების ორგანიზმში რაღაცა ნანო ჩიპებს ათავსებენ, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ვიღაც ადამიანებმა მომავალში ჩვენ გვაკონტროლონ.

როდესაც გვაძლევდნენ ID ბარათებს, მაშინაც გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, რომ ID ბარათებშიც იქნება ნანო ჩიპები მოთავსებული. ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს და ეს ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა, რასაც, სხვათშორის, ბევრი იჯერებს.

უბრალოდ ხალხი სხვადასხვა წყაროს ენდობა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნეს, სხვები ფიქრობენ, რომ ვირუსი აშშ-დან ჩინეთში გაუშვეს, ხოლო დანარჩენები ფიქრობენ, რომ ეს ვირუსი გამოიმუშავეს რუსეთში და ამიტომ ამ დაავადებით ყველაზე ნაკლებად ის ზარალდება. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია და სამწუხაროა, რომ ბევრს ამის სჯერა და არა მარტო სჯერა, არამედ ყველაფერს აკეთებს, რომ მეგობრებს გაუზიაროს. ამ გზით ისინი ძალიან მავნე საქმეს აკეთებენ, რადგან თუ, ღმერთმა არ ქნას, ვინმე დაავადდება, ტესტის გასაკეთებლად მოვლენ, მაგრამ ეს ადამიანი გაქცევას და სიმპტომებს დაფარავას შეეცდება. ეს ადამიანების დიდი რაოდენობის ჯანმრთელობის მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.

ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია მასზედ, რომ სოციალური დისტანცირება საერთოდ არ არის საჭირო, რომ ეს ვირუსის გავრცელებას ხელს არ უშლის, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ამას კითხულობს და ხალხთან ახლო ურთიერთობას არ გაურბის, რითაც ჯანმრთელობის ახალ რისკებს ქმნის.

5 ძირითადი ფეიკი კორონავირუსის თემაზე
feik

საუბრის 5 ტოპ თეორია

1. ვაქცინაციის დროს ნანო ჩიპებსმოათავსებენ

2. ბილ გეითსს სამყაროს კონტროლისათვის აუცილებელი ვაქცინაციის შემოღება სურს

3. Covid19 შეიძლება იყოს ანგლო-საქსებისშურისძიების აქტი

4.კანადის მოხსენება აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაშიადანაშაულებს

5. Covid-19-ის ეპიდემია მედიამშექმნა

 

– როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას?

ეს ძალიან რთულია. კომუნიკაციის მეცნიერებას საკუთარი კანონები აქვს. თუ ადამიანს წინააღმდეგობას არ გაუწევ, არ ეტყვი, რომ არასწორია, აი ფაქტებიც, ის აგრძელებს დეზინფორმაციის რწმენას. თუ შეეცდებით იმ ადამიანთან საუბარს, რომელიც გენდობათ, შეკითხვებს მაინც დაგისვამთ და ინფორმაციის გადამოწმებას ვინმესთან მაინც შეეცდება. ასეთი რამ კომუნიკაციის ხელოვნებაში ცნობილია, ასევე იმ ხალხის პროფესიაში, რომლებიც ებრძვიან დეზინფორმაციას და სახელმწიფო დონეზე აქვთ საქმე კომუნიკაციასთან. ეს საკმაოდ რთულია, რადგან ხალხს ჩვეულებრივ არ უყვარს კამათი, რადგან როდესაც ვეუბნებით, რომ არა-ეს სიცრუეა, შეიძლება ჩვემგან ეწყინოთ და შეურაცხყოფილად იგრძნონ თავი.

იქნებ საჭიროა ნაკლებად კატეგორიულები ვიყვეთ, რაღაც გზით კონსტრუქციული, მეგობრული მიდგომა, თქმა რომ მე ამის არ მჯერა და ამ დროს პირდაპირ ფაქტები უნდა წარვადგინოთ. თუ ეს ვირუსი ჩინეთში ხელოვნურად შეიქმნა, ვინც ვირუსს ქმნის, მას მუდამ ვაქცინაც აქვს. რაში სჭირდება სახელმწიფოს საკუთარი ხალხის დაღუპვა. ხანდახან ხალხი რეაგირებს, მაგრამ 100%-ით არა. ესე იგი თუ წინააღმდეგობას გაუწევ, ჩნდება რაღაც შანსი, რომ ის აღარ დაუჯერებს დეზინფორმაციას, მაგრამ არა 100%-ით. გასათვალისწინებელია რეგიონების თავისებურებები. რეგიონებში, მაგალითად სოფლებში, საზოგადოებრივი აზრი აჩვენებს, რომ საზოგადოების ერთი მეხუთედი ინფრომაციას ერთმანეთისგან ღებულობს. ისინი მეზობელს და ნათესავებს უფრო ენდობიან, ვიდრე მედიას. მნიშვნელოვანია მათთან ამ თემებზე საუბარი.

– როგორ გავარკვიოთ, საიდან ჩნდება დეზინფორმაცია?

დეზინფორმაცია მუდამ ხელოვნურია, ხანდახან ძალიან მარტივია კვალის მიგნება, რადგან თუ დეზინფორმაცია გვაცნობს, რომ საქართველო ნატოში ან ევროკავშირში ვერ შევა ან, რომ ვირუსი ლუგარის ლაბორატორიამ გაავრცელა, გასაგებია, რომ ეს მეზობელ ქვეყანაზე მიუთითებს. რუსეთზე, რომელსაც ყველაზე ძალიან აწყობს, რომ საქართველო რომელიმე ძლიერ სახელმწიფო გაერთიანებაში ვერ შევიდეს.

რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიის დეზინფორმაციას, აქ საქმე უფრო რთულადაა. როდესაც ამბობენ, რომ ვირუსი ჩინეთში ხელოვნურად შექმნეს, ეს შეიძლება ჩინეთზე შეტევად ჩაითვალოს, რათა პასუხისმგებლობის წინაშე ჩინეთი დააყენონ. როდესაც ამბობენ, რომ ვირუსი გაზარდეს შტატებში, ნიშნავს, რომ დეზინფორმაცია მიმართულია შეერთებულ შტატებზე. ამიტომ საჭიროა ლოგიკური აზროვნება, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებით იმდენად ბევრი დეზინფორმაციის წყარო არსებობს, რომ ამ შემთხვევაში მისი დადგენა უფრო რთულია.

არსებობენ ვირუსის სკეპტიკებიც, რომლებსაც virus denialists (ვირუსის უარმყოფელები) უწოდებენ. ეს იგივეა, რაც ევოლუციის უარყოფა, მეცნიერების უარყოფა. მაგალითად, მე მივიღე ინფორმაცია, რომელიც გადმოსცემდა, რომ ვირუსი რომელიღაც საიდუმლო ლაბორატორიაში მასონებმა გამოიგონეს. ინფორმაცია მივიღე ჩემი FB ნაცნობისგან . თითქოს და, მასონებს სურთ მოსახლეობის რაღაც ნაწილის განადგურება, და სურთ იმ მართველი ელიტების საფუძვლების შერყევა, რომლებიც ახლა არიან ხელოსუფლებაში. წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა იყოს ეს ლაბორატორია გასაიდუმლოებული, რომ არცერთმა ქვეყანამ არ იცოდეს იმის შესახებ, რომ რომელიღაცა ლაბორატორია კაცობრიობის გასანადგურებლად ვირუსს აწარმოებს.