საერთაშორისო სავალუტო ფონდმა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად 200 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ პანდემია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და შეფერხდება გასული წლების პოზიტიური დინამიკა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის ხარჯების გაზრდის, სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების კუთხით.
განცხადების თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხარჯების ზრდის უზრუნველსაყოფად.