ხოზაფინის ტბასთან, სოფელ კარწახში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მიდამოებში, ორი წლის წინ ბუნების მოყვარულთათვის ორი ეკოკოტეჯი აშენდა, წელს იქ 13 ადამიანმა დაისვენა. კოტეჯების მშენებლობის პროექტ ENPARD-2-ის პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის თანხამ 113 772,44 ლარი შეადგინა. LAG-მა ხარჯების 65% დააფინანსა – 73 951.8 ლარი. ხოლო კავკასიის ბუნებრივმა ფონდმა (CNF) – 35%, ჯამში – 39 820,64 ლარი.
კოტეჯები ხოზაფინის ტბის დამსვენებლებისთვის აშენდა. ისინი განმარტოებისა და ფრინველების საყურებლად ჩამოდიან. ობიექტი სოფლიდან შორს მდებარეობს. კოტეჯებთან არც ერთი მაღაზია ან სხვა ინფრასტრუქტურა არ არის.
დასასვენებელი სახლები ხისაა, მიწიდან აწეული. შიგნით 2 საძინებელი, სამზარეულო და საერთო ოთახია. სველი წერტილი და წყალი გარეთაა. ჯავახეთის ეროვნული პარკის მუშაკების თქმით, სათანადო კომფორტი რომ შეექმნათ, თუნდაც წყალი სახლებში ყოფილიყო, შესაძლოა ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილიყო.
კოტეჯში 8-9 ადამიანი თავსდება, დღიური ქირა 60 ლარია.