მოსახლეობის მთავარ პრობლემად ქვეყანაში კვლავ სოციალური გამოწვევები რჩება, საზოგადოების მოთხოვნაც როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ სოციალურ სერვისებს და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

რა სერვისებს სთავაზობს ადგილობრივებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – ამ კითხვებს ნინოწმინდის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი არმენ დარბინიანი პასუხობს.

ვიდეო მომზადებულია პროექტის “თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეების ინტერესებისთვის” ფარგლებში, პროექტს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, NDI-ს მხარდაჭერით ახორციელებს.