სახელმწიფოს ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში კერძო სეტქორში სამუშაო ადგილების შენარჩუნებისათვის 1 მაისიდან, 6 თვის განმავლობაში, დაქირავებით დასაქმებული მუშაკები, რომლებიც 1500 ლარამდე ხელფასებს ღებულობენ, 750 ლარის ოდენობის საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან.
ბიზნესის დასახმარებლად და კერძო სექტორის სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ანტიკრიზისულ გეგმაში სქემა შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც დამსაქმებელს მუშაკების ანაზღაურების ხარჯიანობის დაწევაში დაეხმარება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ეს ბიზნესში სამუშაო ადგილები შესანარჩუნებლად კეთდება.
«რათა ბიზნესმა მოახერხოს ტვირთის ნაწილის გადატანა, რომელიც ახლა ყველას აწევს, სახელმწიფოს, ხელისუფლებას, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად»,- თქვა მან.
ამ გზით კერძო სექტორის ყველა დამსაქმებელი, რომელსაც ჰყავს დაქირავებით დასაქმებული პირები და ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადს იხდიან, 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ ისარგებლონ საშემოსავლო შეღავათით. 2020 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანაზღაურების გადარიცხვისას დამსაქმებელს შეუძლია 750 ლარის ხელფასის საშემოსავლო გადასახადი არ გადაურიცხოს იმ მუშაკებს, რომელთა ხელფასიც 1500 ლარს არ აღემატება. თვეში საშემოსავლო გადასახადი 150 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თუ დამსაქმებელი ამ შეღავათით ისარგებლებს, მან ყოველთვიურ დეკლარაციაში აღნიშნული შეღავათის გამოყენების წესი უნდა მიუთითოს, რომელიც მომდევნო თვის 15 რიცხვამდე ივსება.
აღსანიშნავია, რომ ყველა საშემოსავლო გადასახადი, რომლითაც სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის თანახმად მუშაკები დღემდე სარგებლობდნენ, ძალაში რჩება.