კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ევროკავშირი საქართველოს 183 მლნ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ, Twitter -ის საკუთარ გვერდზე ევროკომისიის აღმოსავლეთ მეზობლობის დეპარტამენტის დირექტორი ლაურენს მერედიტი წერს.
მისი ინფორმაციით, ევროკავშირმა 80 მლნ გამოყო სასწრაფო საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონი ევრო მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. აქედან საქართველო 183 მილიონს ევროს მიიღებს.
ამავე დროს, ევროკავშირის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად 962 მლნ ევრო გამოყო. ეს ფული კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 6-ქვეყანაში, მათ შორის არის საქართველოც.