ვიდეო-მესენჯერების მოთხოვნის მკვეთრი ზრდის პირობებში Picodi-ს ჯგუფმა კვლევა ჩაატარა თემაზე, თუ კომუნიკაციის რომელ სფეროს ირჩევენ სხვადასხვა ქვეყნებში. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ სხვადასხვა მესენჯერი აირჩია.
აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში WhatsApp-ის მოთხოვნა გაიზარდა. ის 22 ქვეყანაში აბსოლუტური ლიდერია, WhatsApp-ი ასევე მეზობელ აზერბაიჯანში უმეტესმა მომხმარებელმა აირჩია.
მთელ მსოფლიოში Zoom-ის პროგრამა მეორე ადგილზეა, 14 ქვეყანაში უმეტესობამ ის აირჩია, მათ შორის ბევრმა მომხმარებელმა სომხეთშიც.
საქართველოში ყველაზე მეტად Microsoft Teams-ს იყენებენ, ეს პროგრამა შეუყვარდათ კიდევ სამ ქვეყანაში: ბულგარეთში, ლიხტენშტეინში და ხორვატიაში. საქართველოში უმეტესობის არჩევანი დამოკიდებულია განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე. ონლაინ-გაკვეთილები ამ პროგრამის დახმარებით ტარდება, ამიტომ ყველა საჯარო სკოლის მოსწავლემ და მასწავლებელმა გადმოიწერა ეს პროგრამა.
ერთ-ერთი პირველი ვიდეო-მესენჯერი Skype-ი გავრცელებულია ოთხ ქვეყანაში: პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და საბერძნეთში.
ბელორუსში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, ჩერნოგორიაში და სერბეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს Viber-ის პროგრამა.
Google Meet-ის ვიდეო-მესენჯერის სერვისს მხოლოდ დანიაში ირჩევენ.
რეიტინგი ემყარება Google-ის საძიებო სისტემაში 19 ვიდეო-მესენჯერის მოთხოვნის რაოდენობრივ შედარებას (Google Keyword Planner-ის სერვისის საარქივე მონაცემების საფუძველზე).