American Councils for International Education Georgia ონლაინ შეხვედრებს გამართავს ჯავახეთის სკოლების იმ მოსწავლეებისთვის,  რომლებსაც FLEX-ის (Future Leadres Exchange) გაცვლის პროგრამაში მონაწილეობა სურთ.

შეხვედრის დროს ორგანიზატორები ყველა დეტალს განმარტავენ და კითხვებს უპასუხებენ. შეხვედრა 30 სექტემბერს 16:00 საათზე Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე 599770658 ან 557909065.

მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა (FLEX) აძლევს მოსწავლეებს (14-16 წლის) შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკული კულტურის გამოცდილებას და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით მათ შეუძლიათ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

უკვე 26 წელია, მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამამ 24000-ზე მეტი მოსწავლე დააფინანსა. ყოველწლიურად საქართველოდან 80-მდე საშუალო სკოლის მოსწავლე მიემგზავრება შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

ახალქალაქის სკოლების ათობით მოსწავლე, რომლებიც ამჟამად ამ პროგრამის კურსდამთავრებულები არიან, ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ, მათგან ორი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.