გუშინ საღამოს მედია-კავშირის «ობიექტივის» ეთერში, «ნამდვილი ამბების» საინფორმაციო პროგრამაში ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანსა და მოქმედ დეპუტატ, ენზელ მკოიანს შორის სროლების ახალი კადრები აჩვენა. ახალ კადრებზე ჩანს, თუ როგორ ისვრის მკოიანის ძმის შვილი, რომელიც ამჟამად ხულიგნობასა და იარაღის მარლთსაწინააღმდეგო გამოყენებაშია ბრალდებული.
«ობიექტივის» არხში ნაჩვენები ახალი კადრები 26 მარტს დაახლოებით 15:30 საათზე ვიდეომეთვალყურეობის კამერებმა დააფიქსირა, კადრების რაკურსით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიდეომეთვალყურეობის ყველა კადრი ენზელ მკოიანის სახლის გარშემოა გადაღებული.
ამას წინათ გამოქვეყნებული კადრები მხოლოდ ერთი რაკურსიდან იყო.
პეტროსიანსა და მკოიანს შორის სროლების ამსახველი კადრები.
«ობიექტივის» რეპორტაჟი ენზელ მკოიანის შესახებ საუბრობდა, რომ ნათლად ჩანს, თუ მიზანმიმართულად როგორ ისვრის მკოიანი პეტროსიანის მხარეს. მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ მოწმის სახით იყო დაკითხული და როგორც რეპორტაჟში ითქვა, მას წვლილი აქვს გამოძიების არაობიექტურ მიმდინარეობაში, აქვე არსებობს მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტები. ჟურნალისტის განცხადებით, «ამ საქმეში მთელი სახელმწიფო ვერტიკალია ჩართული».
რეპორტაჟში ნათქვამია, რომ იარაღი, რომელიც ვიდეო კადრებში ენზელ მკოიანის ძმისშვილის არმენ მკოიანის (კადრში იარაღს მესამე პირი აწვდის) ხელში ჩანს, საქმეში არ ფიგურირებს. ხოლო ის იარაღი, რომელიც საქმეშია შეტანილი, რეალურად ინციდენტის დროს გამოყენებული არ იყო, ცეცხლსასროლი არ არის, ექსპერტიზის თანახმად, ის გაფუჭებულია და ამით სროლა ფიზიკურად შეუძლებელია.
რეპორტაჟში ასევე ნათქვამია, რომ სამქეში 4 იარაღი ფიგურირებს, თუმცა დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი ზოგიერთი ტყვია არცერთ იარაღს არ შეესაბამება. «ნამდვილი ამბები» გადაცემემ პეტროსიანის ადვოკატს, დავიდ ძნელაძესაც მიმართა, რომელიც აცხადებს, რომ Opel მარკის მანქანის (სავარაუდოდ ინციდენტის დროს მანქანამ გაიარა) საბარგულიდან აღებული ტყვია გასროლილია იმ ადგილიდან, საიდანაც არმენ მკოიანი ისროდა.
რეპორტაჟის ბოლოს ასეთი დასკვნა კეთდება, რომ სასამართლო პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, სამველ პეტროსიანი «პატრიოტთა ალიანსის» მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და შესაბამისად მკოიანს დეპუტატად დარჩენის უფრო მეტი შანსი ექნება.
აღსანიშნავია, რომ 26 მარტს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 15:28 საათზე კაფე «გოლდთან», რომელიც პეტროსიანს ეკუთვნის, პეტროსიანისა და მკოიანის ნათესავებს შორის კონფლიქტი დაიწყო. კადრებში ასევე ჩანს, რომ დაპირისპირება არ იყო ხანგრძლივი და მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები თითქოს და დამშვიდდნენ და დაიშალნენ, “ქართული ოცნების” პარტიის მოქმედ წევრს ენზელ მკოიანსა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრს სამველ პეტროსიანს შორის სროლები იწყება.
ამის შედეგად ახალქალაქის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს. ორივე ბრალდებული, ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის აღკვეთის მიზნით დააკავეს.
მოგვიანებით როგორც პეტროსიანს, ასევე მკოიანს გამოძიების მიმართ პრეტენზიები გაუჩნდათ.
პეტროსიანის მხარე ამტკიცებს, რომ მკოიანი საქმეში ჩართული უნდა იყოს არა როგორც მოწმე, არამედ, როგორც მხარე, რადგან ის ესროდა პეტროსიანს. მსგავსი განცხადებით გამოვიდნენ, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ასევე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“.
თავის მხრივ, ენზელ მკოიანი გამოვიდა განცხადებით მასზედ, რომ პეტრიოსიანს ასამართლებენ არა იმისათვის რაც გააკეთა, არამეტ უნდა გაასამართლონ “მკვლელობის მცდელობისათვის“. მკოიანის მხარდასაჭერად ასევე გამოვიდა «ქართული ოცნების» პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ მკოიანი თავს იცავდა და ის პასუხისმგებლობის წინაშე არ უნდა დააყენონ.
საბოლოოდ სასამართლო პროცესი ხულიგნობისა და იარაღის მარლთსაწინააღმდეგო გამოყენების საქმეზე გრძელდება, ჯერჯერობით სხდომა მხოლოდ დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების საკითხის შესახებ გაიმართა.
ამასობაში, ახალქალაქში ბრალდებულების მხარდაასაჭერად ხელმოწერების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს.
დაპირისპირება პეტროსიანი vs მკოიანი: სროლებიდან პეტიციებამდე
ენზელ მლიანის საპარლამენტო მანდატის წართმევის პეტიციამდე