დღეს, 25 დეკემბერს ახალქალაქის ცენტრში ნაძვის ხის შუქები აინთო.

2020

პირველად ახალქალაქში საზეიმოდ აანთეს ნაძვის ხე, სიახლე იყო ცენტრის გადაკეტვა, ნაძვის ხესთან დამონტაჟებულია 3D ინსტალაცია «2020».

elka2020

მუსიკა იყო ჩართული, ღონისძიება ადგილობრივი ანსამბლების «მურჯისა» და «ჯავახქის» ცეკვებით დაიწყო. პროგრამა მიყავდათ თოვლის პაპას და ფიფქიას, რომლებმაც იქ მყოფებთან ერთად 5-დან 0-მდე დაითვალეს. ნაძვის ხე ფეიერვერკის გაშვებით აანთეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
elka2020.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში ახალ წლამდე და ახალი წლის საღამოს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. კონცერტი 31 დეკემბრის საღამოსაც ჩატარდება.

საახალწლო ღონისძიებების შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ: