კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი საქართველოში კიდევ 10 ადამიანით გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ამ დროისთვის კოროვირუსისგან 178 ადამიანია განკურნებული.
დაინფიცირებულებს რაც შეეხება, მათი რაოდენობა დილის მერე არ შეცვლილა. ამგვარად 26 თებერვლიდან 29 აპრილამდე საქართველოში, ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 6 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში დღეს დილით განაცხადეს, რომ პირველად მოხდა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას გადააჭარბა: ახალი შემთხვევა არის 7, გამოჯანმრთელებულია – 12 პაციენტი.