სამცხე – ჯავახეთის მცხოვრები 4 მოსწავლე, რომლებიც FLEX-ის პროგრამით აშშ-ში სასწავლებლად იყვნენ წასული, კორონავირუსის პანდემიის გამო სპეცრეისით სამშობლოში ბრუნდებიან.


“საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლებებმა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აშშ-ში მყოფი  79 ქართველი მოსწავლის სამშობლოში დაბრუნების ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარიამ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს დახმარებისთვის. მისი თქმით, სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისით ისარგებლებს 35 სომხური სკოლის მოსწავლეც.

ამ პროგრამით აშშ-ში, ტეხასის შტატში ქალაქ რაუნდ როკში, ერთი წელია სწავლობს ახალქალაქელი მარტინ ფალანჯიანი, მინისოტის შტატში ლიკა მანასიანი, ხოლო ნინოწმინდიდან FLEX-ის პროგრამით სწავლობდნენ არტიომ აივაზიანი და ლოლა ესოიანი.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბავშვებს აუცილებელ მოათავსებენ 14 დღიან კარანტინში. ბავშვების მშობლებს ეკრძალებათ მათთან შეხვედრა და კონტაქტი.

მშობლების ინფორმაციით, ამჟამად, აშშ-დან დაბრუნებული მოსწავლეები გზაში არიან და დაახლოებით 5-6 საათის შემდეგ უკვე, თბილისში იქნებიან.

მარტინ ფალანჯიანის მშობლების თქმით, ის კარანტინში 23 მარტიდან, მიმღებ ოჯახში იმყოფება. ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა FLEX -ის პროგრამის 12 მოსწავლემ სამშობლოში დაბრუნება. ეს გადაწყვეტილება ბავშვებმა და მათ მშობლებმა მიიღეს. 9 აპრილიდან ევაკუაციის გეგმის მიხედვით, FLEX -ის პროგრამით წასულმა ყველა მოსწავლემ უნდა დატოვოს აშშ და სამშობლოში დაბრუნდნენ.