ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ტანსაცმლის ბაზრობაზე მომუშავეთა სიებს ან სხვა ნებისმიერის მონაცემებს, ვინც კორონავირუსის ეპიდემიის გამო სამსახური დაკარგა, არ აგროვებს. მერიას შეუძლია ცნობის გაცემა, რომ ადამიანი მუშაობდა ტანსაცმლის ბაზარზე, რათა ვაჭრებმა სახელმწიფოსგან ერთჯერადი 300 ლარის ოდენობის კომპენასაციის მიღება მოახერხონ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაკარგეს სამსახური, იმ ინფორმაციისა და გზების ძეებაში არიან, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს კომპენსაციით სარგებლობას მოახერხებენ. ხალხმა ამ პროგრამაში მოსახვედრად არ იცის, თუ ვის მიმართოს და რა გააკეთოს.
როგორ შეძლებენ 300 ლარის მიღებას ვაჭრები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს
ახალქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპენსაციის მიღებისათვის ქალაქის მერიაში ტანსაცმლის ბაზრობის მომუშავეების საპასპორტე მონაცემებს აგროვებენ. სხვა მომუშავეებსაც, ვინც სამსახური დაკარგა, სურთ სიაში მოხვედრა. ხალხმა დაიწყო სიების შეგროვება. თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში დააზუსტეს, რომ კომპენსაციისათვის არავითარ სიას არ აგროვებენ.
«მე შევთავაზე, ვინმეს სიები და ქალაქის ტანსაცმლის ბაზრობის მომუშავეების საპასპორტე მონაცემები შეეგროვებინა, რომ როდესაც გაჩნდება ამის საჭიროება, სია მალევე იქნეს წარდგენილი. თუმცა, ყველა ინდივიდუალურად რეგისტრირდება შესაბამის გვერდზე. ჩვენ მათ უნდა გავცეთ ცნობა, რომლიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული პირი მუშაობდა ტანსაცმლის ბაზრობაზე და დაკეტვის შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩა»,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა.
ახალქალაქის ტანსაცმლის ბაზრობა უკვე ორ წელიწად ნახევარია, რაც ორგანიზატორის გარეშე მუშაობს. ვაჭრები საკუთარი ადგილის გადასახადს არ იხდიან. ბაზრობას ხელმძღვანელი არ ჰყავს, ამიტომ ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანი ნამდვილად მუშაობდა ტანსაცმლის ბაზრობაზე, გასცემს მერია.
ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების ან კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე, არაუგვიანეს 1 ივლისისა, უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმა- www.moh.gov.ge. ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ფორმა 15 მაისისათვის იქნება ხელმისაწვდომი. ფორმაში მოქალაქეებმა უნდა მიუთითონ:
– სახელი, გვარი, პირადი ნომერი
– საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი და ტელეფონის ნომერი)
– საბანკო რეკვიზიტები
– საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაცია.
ვაჭრების შემთხვევეაში მსგავსი ინფორმაცია შეიძლება იყოს ბაზრის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ცნობა, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობდა. ბაზრის ხელმძღვანელობის არარსებობის შემთხვევაში, მსგავსი ცნობის გაცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შეუძლია.