ვებგვერდ teacherjobs.ge-ს მონაცემეით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 20 სკოლაში 46 მასწავლებლის პოზიციაზე არის ვაკანსია, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში –  28 მასწავლებელზე.

                              ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 

სოფელ კოთელიაში თამაზ მელიქიძის სახ. საჯარო სკოლაში ვაკანსიაა გამოცხადდა V და VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე.

სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში II, IV, VI კლასების ინგლისური ენის მასწავლებელი სჭირდებათ.

ვაჩიანის საჯარო სკოლაში მასწავლებლების ვაკანსია შემდეგ საგნებშია: მათემატიკა V, VI, VII კლასები; ფიზიკა VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები; ისტორია VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები; ჩვენი საქართველო V, VI კლასები; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება V, VI, VII, VIII, IX, X კლასები; რუსული ენა VIII, IX, X, XI, XII კლასები.

კუმურდოს საჯარო სკოლაში ვაკანსია VII, VIII, IX, X, XI კლასის გეოგრაფიის მასწავლებლის, ასევე ექიმის, დამლაგებლის და ხელოსნის პოზიციებზე ცხადდება.

აგანას საჯარო სკოლაში დამლაგებლის ვაკანსია აქვთ.

აბულის საჯარო სკოლას აქვს შემდეგი ვაკანსიები: სამოქალაქო განათლება VII, VIII, IX, X კლასები; ისტორია IX, X, XI, XII კლასები; მუსიკა VI, VII, VIII, IX, X კლასები; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება VII, VIII, IX, X კლასები; ინგლისური I, II, III, IV კლასებისთვის, ასევე არის ვაკანსია ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ვაკანსია არაქართულენოვან სკოლებში IV, V, VII კლასებისთვის.

აზმანას საჯარო სკოლაში ვაკანტურია  VII, VIII, IX, XII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე VIII, IX, XII კლასების ბიოლოგიის მასწავლებლის პოზიციები.

ოკამის N1 საჯარო სკოლაში ესაჭიროებათ მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასების მათემატიკის მასწავლებელი; ფიზიკის VII, VIII, IX, X, XI კლასების, ქიმიის VIII, IX, X, XI კლასებისა და მუსიკის I კლასის მასწავლებლები.

სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა IV კლასის მშობლიურ ენასა და მათემატიკაში, VII, VIII, IX, X, XI კლასის გეოგრაფიისა და ქიმიის VIII, IX, X, XI, XII XII კლასებში.

მაჯადიის საჯარო სკოლაში IV კლასში მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიაა, ხოლო სოფელ ხორენიისა და ლომათურცხის საჯარო სკოლებში X და XI კლასის ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსია.

ტურცხის საჯარო სკოლაში VIII კლასის არაქართულენოვან სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ვაკანსია, ხოლო III კლასის მათემატიკის, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსია ბარალეთის მე-2 საჯარო სკოლაში.

მარტუნის საჯარო სკოლაში VII, VIII, X კლასების ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ცხადდება ვაკანსია; ასევე,  ქიმიის IX, VIII კლასების, მათემატიკის I კლასის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების IV კლასის მასწავლებლებზე.

ხავეთის საჯარო სკოლაში ვაკანსიებია VII კლასის და II დაწყებითი კლასის მშობლიური ენის საგნებში, ასევე პტენის საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლების ვაკანსია I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX კლასებში; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლები I, III, IV, V, VII, VIII, IX კლასებისთვის.

ბოზალის საჯარო სკოლაში გამოცხადებულია ვაკანსია ბიოლოგიის მასწავლებლისთვის VIII, IX კლასებში, სომხური ენის IX, VIII კლასებში.

აზავრეთის საჯარო სკოლაში ვაკანტურია VIII კლასის გეოგრაფიის მასწავლებლის პოზიცია.

სოფელ კარწახის ჯივანის სახელობის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიაა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია VII, XI კლასები; ფიზკულტურა და სპორტი X, XI, XII კლასები; საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება XI კლასი; ინგლისური V, VI, VII, VIII, IX, X, XII კლასები.

რაც შეეხება ქალაქს, ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში ვაკანსია გამოცხადდა V, VI, VII, VIII, X კლასების მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

                                ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

სოფელ დიდ არაგიალის საჯარო სკოლაში ვაკანსია მასწავლებლებზე: VII, VIII, IX, X, XI კლასების გეოგრაფია, IX, X, XI, XII კლასების ფიზკულტურა და სპორტი.

სპასოვკას N1 საჯარო სკოლაში შემდეგი ვაკანსიებია: VI, VIII, IX, XI, XII კლასების ფიზკულტურა და სპორტი; მუსიკა V, VI, VIII, IX, I, II, III, IV კლასები; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება I, II, III, IV, V, VI, VIII, IX კლასები; გეოგრაფია VIII, IX, X, XI კლასები და ფიზიკა VIII, IX, X, XI კლასები.

ფოკას საჯარო სკოლაში არის ფიზკულტურისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსია VIII, IX კლასებში, ასევე გეოგრაფიის VII, VIII, IX, X, XI კლასებში.

ნინოწმინდის მე-2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსია I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასებში და ინგლისურში V, VI კლასებში.

სოფელ დიდი გონდურას საჯარო სკოლაში ვაკანსიები ცხადდება: XI, XII კლასის ფიზკულტურისა და სპორტის მასწავლებელზე, ხოლო პატარა გონდურას საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებელზე I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX კლასებში.

ოროჯალარის საჯარო სკოლა: ვაკანსია VI, VII, VIII, IX, X კლასის მუსიკის და IX, XII კლასების მათემატიკის მასწავლებლებზე.

ყარმას საჯარო სკოლა: ვაკანსიაა ქიმიის IX კლასის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების V კლასის, ბიოლოგიის VII და IX კლასების მასწავლებლების პოზიციაზე.

განძას მე-2 საჯარო სკოლა: ვაკანსია VI, VII, VIII, IX კლასების მუსიკის მასწავლებელზე.

ვლადიმიროვკას საჯარო სკოლა: ვაკანსია სომხური ენის მასწავლებელზე ვანაკსია VII, VIII, IX კლასებში და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსია VI, VII, VIII კლასებში.

მამზარას საჯარო სკოლა: ვაკანსია მასწავლებლებზე ცხადდება პირველ კლასში ჭადრაკი, XI, XII კლასებში ფიზიკა, XI კლასში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოება.

გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ვაკანსია გამოცხადდა ფიზკულტურასა და სპორტში X კლასში, სახვითი ხელოვნება და გამოყენებითი ხელოვნება VIII, IX, X კლასებში.

ორლოვკის საჯარო სკოლა: ვაკანსია ცხადდება II დაწყებითი კლასის, ასევე  V, VII, IX, XI, XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.