დღეს გახდა ცნობილი ახალციხის კლინიკა «იმედიდან» ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტების პასუხები. «იმედის» კლინიკაში პანდემიის პირობებში ინფექციური ცენტრი მოქმედებს. 39 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუმტკიცდა. დაავადებული პაციენტი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან იყო გადაყვანილი.

გუშინ, 28 აპრილს, კოვიდინფექციაზე გამოკვლევისათვის ახალციხის ცენტრიდან 39 ადამიანი იქნა გადაყვანილი. მათგან 17 პაცინეტია, დანარჩენი 22 სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები არიან.

«ჩვენ 17 ადამიანის პასუხი მივიღეთ, მათგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს, საშუალო ასაკის ადამიანს, დაუმტკიცდა, რომელიც საკარინტინე ზონიდან იყო გადაყვანილი. რაც შეეხება მედპერსონალს, ყველას პასუხი უაყოფითია»,- sknews-თან საუბრისას თქვა «იმედის» კლინიკის შემსრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ .

– სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 16 აპრილს დაფიქსირდა, ინფექცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბას მცხოვრებს, ახალგაზრდა ადამიანს გამოუვლინდა.
– 23 აპრილს კორონავირუსი ბორჯომის ცენტრში კიდევ ერთ ადამიანს გამოუვლინდა.
– 25 აპრილს COVID-19 დაუმტკიცდა ახალციხის «იმედის» კლინიკაში ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ახალციხის საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს.

28 აპრილის მონაცემების თანახმად სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ინფექციის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, მხოლოდ ერთი ადგილობირივი დაავადებულია, პირველი შემთხვევა იყო ბორჯომიდან, რომელიც 16 აპრილს გამოვლინდა, დანარჩენი 3 ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა, რომლებიც რეგიონის საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა.