9 სექტემბერს 10:00 საათიდან 24:00 საათამდე საქართველო – სომხეთის საზღვარზე «სამების» სასაზღვრო გამშვები პუნქტი ახალ შენობაში გადასვლის გამო არ იმუშავებს. ყველას ვთხოვთ, ნინოწმინდის გავლით სომხეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
«სამების» სასაზღვრო პუნქტის ახალი შენობა ექსპლუატაციისთვის მზადაა, მომუშავეები გადადიან იქ და ამ მიზეზით ყველა საქმიანობის ახალ შენობაში გადატანას დრო დასჭირდება.
9 სექტემბერს სამების გამშვები პუნქტით საზღვრის გადაკვეთის თაობაზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ამ საკითხში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას Jnews-ი მომდევნო მასალებში მოგაწვდით.