დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, პლენარულ სხდომაზე 2019 წლის 17 დეკემბრიდან შეტანილი შესწორებები 2020 წლის ბიუჯეტში მიიღო და გამოყო სახსრები ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 28 აპრილს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისათვის.
დღის წესრიგში შემავალ სხვა საკითხებთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს თანხის გამოყოფა ორი ინფრასტრუქტურული სამუშაოსათვის, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდი ატარებს.
აღნიშნული სამუშაოებია: ვაჩიანი-ოკამი გზის რეაბილიტაციის მე-4 ეტაპი 1 300 459 ლარის ღირებულებით, ბარალეთი-იხტილა გზის ასფალტირების მე-2 ეტაპი 819 220 ლარის ღირებულებით. ვაჩიანი-ოკამი გზის რეაბილიტაციის 94%-ს აფინანსებს ფონდი, ხოლო 6%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს, შესაბამისად ხდება 1 221 741 ლარითა და 78 718 ლარით დაფინანსება. ბარალეთი-იხტილა გზის რეაბილიტაციას ფონდი 95%-ით აფინანსებს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი-5%-ით, შესაბამისად დაფინანსება 778 259 ლარითა და 40 961 ლარით ხდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის მკრტიჩ მღდესიანის თქმით, 31 332 ლარი გამოყოფილია ადგილობრივი ბიუჯეტის ტენდერებში დაზოგილი სახსრებიდან, ხოლო დანარჩენი 88 347 ლარი გარდამავალი ნაშთიდან გამოიყოფა.
მკრტიჩ მღდესიანმა დეპუტატებს ასევე 2019 წლის ბიუჯეტის პროგრამული შესრულების ანგარიში წარუდგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სამუშაო დამაკმაყოფილებლად შეაფასა.