დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, კარტიკამის ტერიტორიალური ოლქის დეპუტატის, ოთარ ერანოსიანის უფლებამოსილება ვადამდე შეაჩერა. ის «ქართული ოცნების» პარტიიდან არჩევნების პროპორციული სისტემით იყო შერჩეული.
დღეს, 28 აპრილს საკრებულოში პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ხმა მისცეს «ქართული ოცნების» მხრიდან დეპუტატ ოთარ ერანოსიანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
ოთარ ერანოსიანი უკვე შვიდი თვეა, რაც ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და იქ მუშაობს.
«6 თვის განმავლობაში ჩვენ მასთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა, ის უახლოესი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს. ჩვენი კანონი უფლებას არ გვაძლევს მისი არყოფნა საპატიოდ ჩაითვალოს, ჩვენ ერანოსიანის უფლებამოსილებას ვწყვეტთ»,- სხდომაზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა განაცხადა.
ოთარ ერანოსიანი იყო ფრაქციებში «ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო» და «აყვავებული ახალქალაქი». საკრებულოს შემადგენლობაში შესული ცვლილეებების შემდეგ, შესაბამისი ცვლილებები შეეხება აღნიშნულ ფრაქციებსაც. ოთარ ერანოსიანი დეპუტატად პროპორციული სისტემის თანახმად (სიების მიხედვით) იქნა არჩეული და კანონმდებლობის თანახმად მის ადგილს პარტიული სიიდან, მომდევნო ადამიანი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ მოკრივე ოთარ ერანოსიანი, საქართველოს ნაკრების საუკეთესო სპორტსმენთაგანი იყო. მან სამოყვარულო კრივი მიატოვა.
ოთარ ერანოსიანი შეერთებულ შტატებში გადავიდა.
სპორტსმენს სურს პროფესიონალურ კრივში წარმატებას მიაღწიოს და შესაბამისი ანაზღაურება იქონიოს.