როგორც რადიო NOR-ი იუწყება 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. 2022-2023 სასწავლო წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს 330 პირველკლასელი ჰყავს.

ნინოწმინდის N1 სკოლაში 43 მოსწავლეა რეგისტრირებული, მე-2 სკოლაში – 27, მე-3 სკოლაში – 10, ხოლო მე-4 სკოლაში – 1 მოსწავლე.

სასწავლო წლის პირველი სემესტრი 15 სექტემბერს დაიწყება და 29 დეკემბრამდე 74 დღე გაგრძელდება. 14 ოქტომბერი და 23 ნოემბერი არასამუშაო დღეები იქნება.