ახალქალაქის სერვის ცენტრში არის 70 ახალი ნაგვის კონტეინერი, რომელიც ჯერ არ გამოიყენება, რადგან არ არის ნაგვის სატვირთო მანქანების საკმარისი რაოდენობა. 2020 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ნაგვის სატვირთო მანქანების შეძენა, თუმცა სერვის ცენტრში მაინც იმედოვნებენ, რომ მათ ორი ახალი მანქანა ეყოლებათ.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი ირწმუნება, რომ მერთან ჰქონდა ზეპირი შეთანხმება მასზედ, რომ 2020 წელს სერვის ცენტრს ორი ახალი მანქანა ეყოლება.
“ჩვენი მოსახურების ორგანიზაციის დაარსებამდე მათ 100 ნაგვის კონტეინერი ჰქონდათ, რომლებსაც “მერსედესის” მარკის მანქანა ემსახურებოდა. ჰქონდათ 50 მეტალის ნაგვის ურნა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელი მანქანებისთვის იყო განკუთვნილი. 100 ურნას ემსახურებოდა ჩვენი სამი მანქანა, ხოლო 50- საბჭოთა კავშირის დროინდელი “გაზ-53” მარკის მანქანა. მოგვიანებით, 2018 წლის დასასრულს მიღებულ იქნა 1 კგ/მ³ მოცულობის 200 ცალი პლასტმასის ურნა. ისინი აგრეთვე განკუთვნილია “მერსედესის” მარკის სატვირთო მანქანისათვის. აქერად დამონტაჟებულია 170 ურნა. ამგვარად, ნაგვის ურნების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მანქანები 100 ურნის ნაცვლად უფრო მეტ რაოდენობას ემსახურებიან»,- თქვა არმენ ბიჩახჩიანმა.
2019 წელს მერიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შევიმატეთ
0,5 მ³ მოცულობის 48 ნაგვის ურნა.
რაც შეეხება ძველ, საბჭოთა კავშირის დროინდელ მანქანებს, ისინი ემსახურებიან მხოლოდ 50 ნაგვის ურნას. «მერსედესის» მარკის მანქანები განკუთვნილია ასფალტირებული გზებისათვის, ადრინდელი ნაგვის სატვირთო მანქანები ემსახურებიან იმ სოფლების ნაგვის ურნებს, რომლებიც არ არის ასფალტირებული. ეს არის კორხი, თოთხამი, მაჟადია და მურჯახეთი.
არმენ ბიჩახჩიანმა აღნიშნა, რომ პირადად თვითონ დაინტერესებულია «მაზ» მარკის მანანების შეძენით და სსურს კიდევ ორი ასეთი მანქანის შეძენა. მერთან ზეპირი შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორი მანქანას შეიძენდნენ. ასევე გადაწყვეტილი იყო, რომ ერთი მანქანა იმუშავებდა ქალაქში, ხოლო მეორე სოფლებში.
«ვინაიდან ჩვენი სერვის ცენტრი ძალიან შრომატევად სამუშაოს ასრულებს, მე მერს წარვუდგინე არსებული ვითარება. მაგალითად, ქალაქიდან ჩვენს მანქანებს ნაგავი ორჯერ გააქვთ. ყოველ სატვირთო მანქანას 33 ნაგვის ურნის გატანა უწევდა, ახლა კი ისინი ემსახურებიან 60 კონტეინერს, თანაც ორჯერ დღეში»,- დაამატა არმენ ბიჩახჩიანმა.
სერვის ცენტრის დირექტორის თქმით, ამჟამად პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ მანქანები, არამედ მომუშავეთა უკმაყოფილება. მათ უწევთ მეტი სამუშაოს შესრულება, მაგრამ ანაზღაურება რჩება იგივე.
2020 წლის ბიუჯეტში მანქანებისათვის სახსრები არ არის გამოყოფილი, თუმცა მერის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანქანებს არ შევიძენთ.
«თუ ჩვენ მოგვცემენ ნაგვის სატვირთო მანქანებს, გაფორმდება სესხი. ჩვენს ხელთ არსებული ავტომანქანების კრედიტს ჩვენ დღემდე ვიხდით. ჩვენ არ შეგვიძლია შენაძენის საფასურის ერთიანად გადახდა. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ როგორც კი ახალ მანქანებს მიიღებენ გადმოგვცემენ ჩვენ და ხელშეკრულების თანახმად გავაფორმებთ კრედიტს. ჩვენ უნდა გვქონდეს ავტომობილის შეძენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ყოველწლიურად 5 ან 6 წლის განმავლობაში გადავიხდით თანხას. იყო დაპირება, რომ ყოველივე ეს გაკეთდებოდა, თუმცა ჩვენ ხელშეკრულება ჯერ არ გვაქვს და არც სახსრებია გამოყოფილი»,- ამბობს იურიკ უნანიანი.