რადიო ნორის გადმოცემით, დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, ნინოწმინდაში გოგოლისა და ლერმონტოვის ქუჩების გზაჯვარედინზე, Toyota Aqva მარკის ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში არ იყო. დაზარალებული გადაყვანილ იქნა რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მას პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და საქართველოს შსს-ს ექსპერტები მუშაობენ.