24 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა თავისი განკარგულებით საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აშოტ სმბატიანი დანიშნა.
სომხეთის პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებულებით, სომხეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გაიწვიეს.
„პრემიერ-მინისტრის წინადადების საფუძველზე, ასევე კონსტიტუციის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტით, აგრეთვე დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილით, ელჩად დაინიშნა აშოტ სმბატიანი. სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი საქართველოში (ადგილმდებარეობა: თბილისი)“, – ნათქვამია განკარგულებაში.
სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლის 31 ოქტომბერს დაინიშნა.