სოფელ დადეშში კარწახის გზატკეცილიდან დასახლების დასაწყისამდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თუმცა, ამ გზის 300 მეტრიანი მონაკვეთის საკითხი, რომელიც მარაბდა-კარწახის რკინიგზის კომპანიის პასუხისმგებლობის ზონაშია, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ეს ნაწილი ხელუხლებელი დარჩა. გზა, რომლითაც დადეშელები დღესაც სარგებლობენ, რკინიგზის ხაზზე გადაიყვანეს, ალტერნატივა ჯერ არ აშენებულა.
სოფელ დადეშის მცხოვრებლები კმაყოფილნი არიან ახალი გზით, მიუხედავად იმისა, რომ ის ვიწროა და მანქანები ბეტონის გზაზე დადიან, შემდეგ იძულებულნი არიან გაიარონ 300 მეტრიანი არარეაბილიტირებული ნაწილი, შემდეგ ისევ ბეტონის გზაზე მოძრაობენ, სანამ სოფელამდე მიაღწევენ.
“ძალიან კმაყოფილი ვართ. ამბობენ ახალი გზა უნდა ააშენონ. ვნახოთ. მართალია გზა ვიწროა, მაგრამ არაუშავს, დაბალი სიჩქარით დავდივართ“, – ამბობს დადეშის მცხოვრები არტურ მარტიროსიანი.
მშენებლებმა ხელუხლებელი დატოვეს რკინიგზის ხაზის ერთ მხარეს გზის 200 მეტრი, მეორე მხარეს კი 100 მეტრი. რეაბილიტაციის პროექტი სპეციალურად არსებული გზისთვის შემუშავდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ექსპლუატაციის დროებითი ხასიათი 2014 წლიდან ცნობილია.
მაშინ სოფლის მცხოვრებლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ამ მიწების ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობისთვის გადაცემაზე და სხვა გზის გამოყენებაზე შეთანხმდნენ, რომელსაც კომპანია მოაასფალტებდა. ახალი გზით, რომელიც რკინიგზის ქვეშ გაივლის, სოფლის მოსახლეობა არ არის აღფრთოვანებული. მათივე თქმით, ზამთარში ეს გადასასვლელი თოვლით არის დაფარული, რადგან გზა ჩაღრმავებულ ადგილას არის.
სოფელ დადეშის მერის წარმომადგენლის ედგარ თოვმასიანის თქმით, ახალი გზის მშენებლობა არსებული გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაიწყო, თუმცა დადეშელებმა მისი გაგრძელების საშუალება არ მისცეს. შემდეგ დაიწყო მოლაპარაკება მარაბდა-კარწახის რკინიგზის კომპანიასა და სოფლის მოსახლეობას შორის.
ედგარ თოვმასიანის თქმით, მოლაპარაკებები ორჯერ გაიმართა. შედეგად, ისინი შეთანხმდნენ, რომ ახალი გზა აშენდებოდა, მაგრამ თუ მისი ექსპლუატაციის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის სოფლის მოსახლეობისთვის გამოუსადეგარია, ძველი გზის დარჩენილ 300 მეტრს რეაბილიტაციას ჩაუტარდება და მუდმივად ისარგებლებენ.
„შევთანხმდით, რომ “მარაბდა-კარწახის” კომპანია ახალ გზას ააშენებს. ამ გზას რამდენი წელი გამოვიყენებთ. თუ გაგვიმართლებს ძველი გზა დაიკეტება და ახალ გზაზე ვივლით“, – ამბობს ედგარ თოვმასიანი.
მისი თქმით, “მარაბდა-კარწახის რკინიგზა” მათ სოფელს პირუტყვის გამრეკს უშენებს, რის შემდეგაც, ახალი გზის მშენებლობას განაახლებს.
დადეშის გზის რეაბილიტაცია კარწახის საავტომობილო გზიდან სოფლის დასაწყისამდე ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელდა, 2600 მ გზის მშენებლობისთვის 1 026 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები კომპანია „ჯავახ ავტო გზამ“ განახორციელა.