სომეხთა გენოციდის 105 წლისთანვთან დაკავშირებით დეპუტატ ვარაზდატ არზუმანიანმა წერილობითი განცხადებით ნინოწმინდის საკრებულოს მიმართა, რათა საკრებულომ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, სომეხთა გენოციდის პრევენციისა და დაგმობის თაობაზე განცხადება გააკეთოს. ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის, სუმბატ კიურეგიანის თქმით, დეპუტატის განცხადებამ ჯერ იურიდიული კომისია უნდა გაიაროს, შემდეგ გადაეცეს ბიუროს და ამის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე განიხილოს.
22 აპრილს «ევროპული საქართველოს» პარტიიდან, ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა, ვარაზდატ არზუმანიანმა რაიონის საკანონმდებლო ორგანოში წერილობითი განცხადება შეიტანა. განცხადებაში ნათქვამია:
«სომეხი და ქართველი ერის მრავასაუკუნოვანი მეგობრობის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კაცობრიობის და გენოციდის წინააღმდეგ დანაშაულების თავიდან აცილებისა და დაგმობის მიზნით, საქართველოში, კერძოდ, არა ინსტიტუციურად, არამედ ყველა შემთხვევაში ნინოწმინდის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ტრაექტორიასა და მეორეს მხრივ, სომეხი მოსახლეობის სამართლიანობის მოლოდინით, საკრებულოს მთლიან საბჭოს მოგიწოდებთ გამოიყენოთ მინიჭებული უფლებამოსილება და წარდგეთ დასჯადი განცხადებით მზგავსი ფაქტების პრევენციისა და დაგმობისათვის.
სომეხთა გენოციდის 105 წლისთავთან დაკავშირებით განცახდება გააკეთეთ, გენოციდების ფაქტების ხსოვნისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული გენოციდების თავიდან აცილებისათვის»,- ნათქვამია წერილში.
Jnews-თან სატელეფონო საუბარში ნინოწმინიდის საკრბეულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეგიანმა დაადასტურა, რომ წერილი ნამდვილად მიიღეს, მაგრამ ჯერ რამდენიმე პროცედურა უნდა გაიაროს.
«ნინოწმინიდის საკრებულომ მიიღო წერილი, თავდაპირველად ეს უნდა განიხილოს იურიდიულმა კომისიამ, შემდეგ გადასცემენ საკრებულოს ბიუროს, რის შემდეგაც, თუ ჩათვლიან საჭიროდ, დაიწყება საკრებულოს სხდომაზე განხილვა. კანონით, მსგავსი პროცედურის გავლას 10 დღე ესაჭიროება, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომავალში- მე ჯერ ვერ გეტყვით»,- თქვა ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეგიანმა.