საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილ-ივნისში სამცხე-ჯავახეთში 31 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა ტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოებისა ფა ექსპლუატაციაა წესების დარღვევისათვის. ამის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა.
ზოგადად, საქართველოში 2022 წლის აპრილ-ივნისში ავარიების რაოდენობამ 1451 შეადგინა, რის შედეგადაც 122 ადამიანი დაიღუპა და 1955 დაშავდა. გურიის შემდეგ ავარიების მინიმალური რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი საქართველოს მეორე რეგიონია, სადაც სამ თვეში 26 შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ 6 ადამიანი დაიღუპა. ავარიების რაოდენობით თბილისი პირველ ადგილზეა 673 შემთხვევით.
ავარიების მნიშვნელოვანი რაოდენობა, სტატისტიკის მიხედვით, ხდება შემხვედრ ზოლში გადაადგილების ან მოძრაობის წესების დარღვევით გასწრების გამო, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მართვა და ასე შემდეგ.