ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანიდან 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იმისთვის, რომ გოგონას პრობლემებმა დროთა განმავლობაში გადაუაროს, მან ცურვაზე უნდა იაროს. დედას კვირაში ორჯერ დაჰყავა აგანადან ქალაქის საცურაო აუზზე, რომელიც შუადღისას იხსნება, ხოლო ამ დროს სოფლის ტრანსპორტი ქალაქიდან სოფელში ბრუნდება. ყოველთვის სოფელში ჩასასვლელად 35 ლარი უნდა გადაიხადოს.
დედამ ბავშვში პრობლემა ბოლო დროს აღმოაჩინა (დედის თხოვნით, ბავშვისა და დედის გვარები არ ქვეყნდება), ამბობს, რომ ძალიან ხშირად ხდება ავად.
„რამდეჯიმე ხნის წინ წავიყვანე ჩემი შვილი თბილისში, საავადმყოფოში, მითხრეს, აუზი სავალდებულო არის. რაქიტის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმმა თქვა, აბასთუმანშიც რომ წავიყვანო ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ წაყვანის საშუალება არ მაქვს. უკვე 6-ჯერ წავიყვანე ჩემი შვილი ცურვაზე და არ ვიცი კიდევ რამდენჯერ უნდა წავიყვანო. მოუთმენლად ველი დადებით ცვლილებებს“, – ამბობს ბავშვის დედა.
საავადმყოფოში ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით თქვეს, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ ბავშვობიდან არ ღებულობდა D ვიტამინს, რომლის ნაკლებობამ საბოლოოდ იჩინა თავი.
გოგონა კვირაში ორჯერ დადის აუზზე. დილით ის და დედამისი სოფლიდან ქალაქში ჩამოდიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით 7.50-დან 8 ლარამდე, საღამოს კი ტაქსით სახლში ბრუნდებიან 35 ლარად, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქიდან სოფელში ბრუნდება 13:00-ზე, ხოლო აუზი იხსნება 14:00 საათზე.
ანუ ერთ კვირაში მხოლოდ ქალაქში მისასვლელად 86 ლარი სჭირდებათ, რაც მათთვის ძალიან რთულია. სახლში ერთადერთი მომუშავე მამაა, რომელიც რუსეთში სამუშაოდ მიდის, მაგრამ ძლივს ართმევს თავს.
ახლა, როცა დედა ბავშვს ცურვაზე ატარებს, უმცროსიც, რომელიც ერთი წლის და რვა თვისაა, თან მიჰყავს, საღამოს 16:30-მდე ელოდებიან, რომ გოგონამ ცურვა დაამთავროს, რომ სახლში დაბრუნდნენ.
„ვთხოვე აუზის ადრე გახსნა, რომ სოფლის ტრანსპორტით დავბრუნებულიყავი სახლში, მითხრეს, რომ ეს არ შეიძლებოდა, ასე რომ, მინდა თუ არა, ტაქსით მივდივარ. ისე ხდება, რომ ხანდახან ფული არ მაქვს, მერე უნდა ვისესხო“, – ამბობს 9 წლის ბავშვის დედა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ის ხალისიანი და აქტიური გოგონაა. ფიზიკურად ის არ არის სუსტი.
ბავშვის დედის თხოვნა- აუზის ადრე გახსნა ან საღამომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, რადგან ბავშვი ფინანსური პრობლემების გამო მკურნალობას ვერ შეძლებს.
JNEWS-ი დაუკავშირდა ახალქალაქის აუზის დირექტორს მარტინ გაბრიელიანს, რათა გაეგო, შეიძლებოდა თუ არა აუზის ადრე გახსნა.
„ჩვენი თანამშრომლები მოდიან 14:00 საათზე, ამიტომ იხსნება ამ დროს, მაგრამ თუ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მათთვის ადრე გავხსნით, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: დილის საათებში არ იქნებიან მედდა და მწვრთნელი. თუ მათ გარეშე შეძელებენ, რა თქმა უნდა გავხსნით, საწინააღმდეგოზე საუბარი არ არის“, – თქვა მარტინ გაბრიელიანმა.