საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში მომხდარი აფეთქების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც საგარეო უწყების წერილშია ნათქვამი, ოფიციალური თბილისი უსამძიმრებს ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს.
„ინფორმაცია სომხეთში, ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ შოკისმომგვრელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საგარეო უწყების წერილში.
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა, დაღუპულია ხუთი მოქალაქე, ხოლო დაშავებულია 61 ადამიანი.