წელს, 23 აპრილის საღამოს, ყოველწლიური «აღიარება, გასამართლების» ჩირაღდნებით მსვლელობა ახალგაზრდების მონაწილეობით არ ჩატარდა. ამის ნაცვლად, ახალქალაქის მცხოვრებლებმა ფანჯრების რაფებთან სანთლების ანთებით XX საუკუნის გენოციდის აღიარება უმად მოითხოვეს.

საქართველოში საგანგებო მდგამორეობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 18 აპრილს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატი, საქართველოში სომეხთა დახმარების კავშირი, «ზორი-ზორიან»-ის ჯავახეთის მოზარდთა კავშირი, ჯავახეთის ყმაწვილთა კავშირი და «ჯავახეთის მხარდაჭერის» ფონდი ერთობლივი განცხადებით წარდგნენ და მოუწოდეს ახალქალაქის მოსახლეობას 23 აპრილს 21:00 საათზე სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისათვის ფანჯრის რაფაზე სანთელი დაანთონ.

ბევრმა ადამიანმა დღეს საღამოს აღნიშნული მოწოდება შეასრულა, ფანჯრის რაფაზე სანთელი აანთო და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ხვალ, 24 აპრილს ტაძრებში, დახურულ კარს მირმა, წმინდა ლიტურგია ჩატარდება. 12:00 საათზე მთელი მსოფილიოს ყველა სამოციქულ ეკლესიის ზარები დაირეკება და სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა საპატივცემო მსახურება ჩატარდება.