ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის 105-ე წლისთავის ღონისძიებას, მთელ მსოფლიოში covid19-ის გამო წელს ალტერნატიული ხერხით ჩაატარებენ.

ყველა ქვეყანაში, სადაც სომხური დიასპორა ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარების ღონისძიებას ატარებს, წელსაც გააკეთებენ ამას, თუმცა არა ისე როგორც ყოველწლიურად, არამედ სახლიდან გაუსვლელად.

ღონისძიება 23 აპრილს 21:00 საათზე დაიწყება. სომხეთის ხელისუფლება მოუწოდებს ყველას აანთონ სანთლები, ფარნები ან სმატრფონებით გაანათონ ფანჯრებიდან «მუდმივი ცეცხლის» მარადიული არსებობის ნიშნად.
ცეცხლის ანთების სიმბოლური ნიშანი იქნება სიმღერა «მოფრინდი, ბულბულო» ლიანა ალექსანიანისა და კამო სეირანიანის შესრულებით.

24 აპრილს 10 საათზე პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრეზიდენტი და სომეხთა კათოლიკოსი მიაკითხავენ წიწერნაკაბერთის მემორიალის კომპლექსს. 24 აპრილის დილის 08:00 საათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ სომხეთში 1915 ნომერზე და საზღვარგარეთ 0037433191500 ნომეზრე შეტყობინების გაგზავნა მსვლელობაში მონაწილეობის დასტურად.

წელს 23 აპრილს ჯავახეთში ტრადიციული ჩირაღდნებით მსვლელობა საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო არ ჩატარდება. ამის სანაცვლოთ იქნება ფანჯრის რაფაზე ანთებული სანთლები. 24 აპრილს დილით ტაძრებში დახურულ კარს მიღმა წმინდა ლიტურგია ჩატარდება. ამავე დღეს, 12:00 საათზე, მთელი მსოფლიოს ყველა სამოციქულო ეკლესიის ზარები დაირეკება და კანონიზაციის მსახურება ჩატარდება.