საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანების რიცხვი იზრდება. ამ დროისთვის უკვე 111 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 420 დადასტურებული შემთხვევაა. ამათგან 111 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
საქართველოს სამი მოქალაქე სამკურნალოდ საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანეს.
5223 მოქალაქე რჩება კარანტინის რეჟიმში, ხოლო 584 პაციენტი სტაციონალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება. საქართველოში კორონავირუსზე ასევე, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე მკურნალობს.