ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რუსეთში, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, covid-19-ით ინფიცირების 4 774 შემთხვევა დაფიქსირდა, 42 პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობა იტყობინება.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ რუსეთში 555-ს მიაღწია.
როგორც რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 62 773 შემთხვევა არის დარეგისტრირებული. ამ დროისთვის covid-19 ვირუსისგან განიკურნა 4 891 ადამიანი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსზე ტესტირება 2,4 მლნ ადამიანმა გაიარა.