ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებების მიხედვით, 1 მარტიდან აფთიაქებში ბევრი მედიკამენტი მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით უნდა გაიყიდოს. გარკვეული კატეგორიის მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზაციისთვის აფთიაქები შესაძლოა 500 ლარით დაჯარიმდნენ, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარით.
ახალქალაქის ზოგიერთი აფთიაქი ამ ბოლოს, მედიკამენტების გაყიდვაზე საკონტროლო შესყიდვისას დაჯარიმდა, რომელთა გაყიდვაც ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აფთიაქებში ექიმის ელექტრონული რეცეპტის გარეშე იკრძალება. ახალქალაქის არაქსელურ აფთიაქებში მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილებები უფრო მცირე აფთიაქების ბაზრიდან გადევნას ისახავს მიზნად.
“გაფრთხილების გარეშე დაგვაჯარიმეს. მაგრამ ამაში არ მდგომარეობს საქმე, სახელმწიფომ მიიღო ეს კანონი, ჩვენ უნდა დავიცვათ. მაგრამ ჩვენი დაკვირვებით, ექიმები წერენ რეცეპტებს, მაგრამ სიტყვიერად ეუბნებიან პაციენტებს, რომ ესა და ეს წამლები იყიდონ ქსელურ აფთიაქში. ჩვენი მოსახლეობისთვის ექიმის მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც გეუბნება ექიმი იქ უნდა იყიდო. პრაქტიკულად ყველა კლინიკას აქვს თავისი ქსელური აფთიაქი და ბუნებრივია, პაციენტებს აფთიაქში გზავნიან. მეორეც, თუ ისინი მოდიან ჩვენთან ურეცეპტოდ, მაგრამ ჩვენ უარს ვეუბნებით, ისინი მიდიან ქსელურ აფთიაქებში, რომლებიც კლინიკებში ექიმებთან დაკავშირების შემდეგ ადვილად გასცემენ ელექტრონულ რეცეპტებს. გამოდის, რომ ჩვენ მომხმარებელს ვკარგავთ, რადგან არ გვყავს საკუთარი კლინიკები და არ გვყავს საკუთარი ექიმები, რომლებიც სწრაფად გასცემდნენ ელექტრონულ რეცეპტს. მონოპოლია თუ არ სურთ, არ უნდა დაუშვან ერთსა და იმავე კომპანიას ჰქონდეს კლინიკაც და აფთიაქიც“, – ამბობს ახალქალაქში ერთ-ერთი პატარა აფთიაქის მფლობელი.
ფარმაცევტების თქმით, ძნელია უარი უთხრას ურეცეპტოდ მოსულ მყიდველებს მედიკამენტებზე, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებლები, ალერგიის წამლები და ა.შ.
„ჩვენ არ დაგვიჯარიმეს, ახლა, როგორც მივხვდი, მყიდველებსაც გაუჭირდებათ, რადგან მაგალითად, ნიმესილის ერთ ტაბლეტზე უნდა წავიდნენ საავადმყოფოში და ექიმისგან დანიშნულება აიღონ. ჩვენთვის, აფთიაქებისთვის, ეს ცუდია, რადგან უბრალოდ მომხმარებელს დავკარგავთ. კლიენტს შეუძლია წავიდეს და გზად წამლები სხვა აფთიაქში იყიდოს. რამდენადაც ვიცი, ექიმებს ჯერ არ აქვთ ელექტრონული რეცეპტების შევსების შესაძლებლობა. არ ვიცი, არაქსელური აფთიაქები თუ გადარჩებიან, მაგრამ გარკვეულწილად მესმის, რომ კლიენტურას დავკარგავთ“, – ამბობს ახალქალაქში ერთ-ერთი ფარმაცევტი.
ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერ ალექსანდრე თოროიანის თქმით, ექიმები არა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტების გაცემაზე არიან გადამზადებული, არამედ უკვე, რამდენიმე თვეა, მათზე მუშაობენ.
„პაციენტებმა უნდა მიმართონ ადგილობრივ ექიმებს. ყველა მედიკამენტს არ ექვემდებარება ელექტრონული რეცეპტი. ჩვენ არ ვირჩევთ აფთიაქებს, მედიკამენტებს ელექტრონულ სისტემაში ვწერთ. არის აფთიაქები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ აირჩია, რომ ამ აფთიაქებმა უნდა იმუშაონ ამ პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ვერ ვხედავთ სად მიდის ეს რეცეპტები. პაციენტი ყიდულობს ამა თუ იმ აფთიაქში. ეს არ არის დამოკიდებული ექიმებზე“, – ამბობს ალექსანდრე თოროიანი.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიკამენტების გაყიდვა ყველა აფთიაქს შეუძლია ელექტრონული რეცეპტის არსებობის შემთხვევაში.
„თითოეული აფთიაქი ვალდებულია ელექტრონული რეცეპტით გასცეს მე-2 ჯგუფის და ფსიქოტროპული საშუალებები, მაგრამ არის გამონაკლისები, სოფლის აფთიაქები, სადაც ინტერნეტი და კომპიუტერი არ არის, აქვთ საშუალება ქაღალდზე დაწერონ რეცეპტები, არ აქვს მნიშვნელობა აფთიაქი არის თუ არა. დიდი თუ პატარა, ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია ელექტრონული რეცეპტებით ისარგებლოს, ლიცენზიის მიუხედავად (აქვს თუ არა) თუ აფთიაქი ყიდის მე-2 ჯგუფის ან ფსიქოტროპულ პრეპარატებს რეცეპტის გარეშე, 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – 1000 ლარით“, – განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ Jnews-მა საკონტროლო შესყიდვა ახალქალაქის ქსელის ორ აფთიაქში განახორციელა. ისინი დახლს ქვემოთ ყიდდნენ Nimesil-ს და ლევომიცეტინს რეცეპტის გარეშე, რომლებიც შეყვანილი იყო იმ წამლების სიაში, რომლებიც უნდა გაიცეს რეცეპტით. კითხვაზე, უნდა გასცენ თუ არა მედიკამენტები ექიმის რეცეპტით, ერთმა ფარმაცევტმა თქვა, რომ ეს უფრო ექიმებს ეხება, ვიდრე აფთიაქებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი მარტიდან საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ექიმები მეორე ჯგუფის მედიკამენტებს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ელექტრონული რეცეპტები, მათ შორის, უნდა გაიცეს სტაციონატიდან გაწერილ ყველა მოქალაქეზე.
სტომატოლოგიური კლინიკები ასევე უნდა მუშაობდნენ სტომატოლოგის მიერ გაცემული რეცეპტით. გამონაკლისია მხოლოდ სოფლის ექიმები, მათ უფლება აქვთ დაწერონ რეცეპტები ქაღალდზე. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაფრთხილება გასცა, რომ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა აფთიაქს უნდა ჰქონდეს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.
მედიკამენტების მეორე ჯგუფი მოიცავს ფარმაცევტულ პროდუქტებს, რომელთა ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, ასევე მედიკამენტებს, რომელთა ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ მათი მიღება არ არის რეკომენდებული ექიმის დანიშნულების გარეშე. ეს არის ანტიბიოტიკები, ჰორმონალური საშუალებები, ანტიდეპრესანტები.
მეორე ჯგუფის მედიკამენტების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.